"ქართველი მეომრეები უკრაინელ თანამებრძოლეებთან ერთად ახალ წელს სავარაუდოდ კვლავ პრო-რუსი სეპარატისტების მორიგი შემოტევის მოგერიებაში შეხვდებიან. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ისევ ომია და დღესასწაულის მოახლოება მხოლოდ კალენდარზე ჩანს. თუმცა რუსული აგრესიის წინაღმდეგ მებრძოლი ქართველები და უკრაინელები ახალ წელს მართალია მოკრძალებულად მაგრამ მაინც აღნიშნავენ ოღონდ ფრონტის ხაზზე სადღესასწაულო ფეიერვერკებს ტყვიები და ჭურვები ანაცვლებს." - Rustavi 2 "კურიერი ფრონტის წინა ხაზიდან"
დონეცკის ოლქის სოფელ საიცევოში, ცეცხლი არ წყდება. ეს ბოლო წერტილია, სადაც უკრაინული დროშა ფრიალებს. უკრაინელ და პრო-რუსულ ბლოგპოსტებს მხოლოდ, რამდენიმე მეტრი აშორებს. ქართველ პარტიზანებს ასეთ ადგილებში შესვლა ყოველდღიურად უხდებად, რადგან სწორედ ეს ტერიტორიაა ყველაზე ხელსაყრელი დივერსიული ჯგუფების დასახლებულ პუნქტებში მოსახვედრად. მათი აღმოჩენა და განეიტრალება ქართული ჯგუფის წევრებს ევალებათ. ეს სოფელიც, სადაც ახლა უკრაინის სახელმწიფო არმია დგას რუსული ოკუპაციისგან სწორედ ქართველმა პარტიზანებმა გაათავისუფლეს. ქართველი მეომრები ამბობენ, რომ უკრაინაში საქართველოს დამოუკიდებლობას და ერთიანობას იცავენ. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად დაიცალა, დარჩენილი მაცხოვრებლები ძალიან მადლიერნი არიან ქართველი მებრძოლების, რადგან ისინი მათ გვერდში დგანან. "მადლობა, ქართველებს, რომ ასე გვეხმარებიან, რამდენიმე დღის წინ ერთი მოხუცი ქალი გაგვიხდა ავად და ქართველებმა წამლებიც კი მოუტანეს", ამბობს ხანში შესული სოფელში მცხოვრები ქალბატონი. სოფელში მცხოვრები მოძღვარი ამბობს, რომ ის იქ არის, სადაც მის ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება და აგრეთვე მადლობას უხდის ქართველებს, მათი თანადგომისთვის.